ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
USAID HICD Activity
სპონსორი:
USAID HICD Activity
პროექტი:
აღმასრულებელი მრგვალი მაგიდის სესიები თანამშრომლების მუშაობის შეფასების სისტემის მოდელირებაზე
თარიღი:
თებ 2022 / აგვ 2022

აღმასრულებელი მრგვალი მაგიდის სესიები თანამშრომლების მუშაობის შეფასების სისტემის მოდელირებაზე


USAID-ის HICD-ის პროექტის ფარგლებში, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-მ განახორციელა ცამეტი ჯგუფური ტრეინინგ სესია, თანამშრომლების შესრულები შეფასების სისტემის მოდელირების შესახებ. სესიებს ესწრებოდნენ ფოთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ხუთი წარმომადგენელი, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილები იყვნენ საკრებულოსა და მერიის სამსახურის წარმომადგენლებისგან. პროგრამა მიზნად ისახავდა შესრულების მართვის სისტემის მიზნებისა და აღსრულების შესახებ, აემაღლებინა ცნობადობა მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის, ასევე დახმარებოდა მათ მეტად ეფექტურად გამოეყენებინათ შესრულების მართვის ინსტრუმენტები. ინტერაქტიულ ქოუჩინგ სესიებზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა მენტორსა და მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებაზე. სესიების საკითხები სრულად იყო მორგებული მონაწილეთა საჭიროებებზე, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობა თანამშრომელთა მართვის სისტემისა და პრაქტიკის თვალსაზრისით, ისევე როგორც მათი მთავარი საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლით თანამშრომლების შეფასების პროცესს. სესიების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, დამოუკიდებლად შეძლონ შესრულების შეფასების მოდელზე მუშაობა და დამოუკიდებლად შეიმუშაონ ინდიკატორები და თანამშრომელთა ინდივიდუალური განვითარების გეგმები.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8