კვლევა სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის შესაძლებლობების გამოსავლენად
დავალების მიზანი იყო ჩატარებულიყო ბაზრის კვლევები, რათა დაგვეგდგინა მასშტაბის შესაბამისი მანქანა დანადგარების არსებობა, რომლებსაც ჰქონდათ: შესაბამისობა, შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა საქართველოს რაიონებში სოფლად არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის.
დავალების მიზნები შემდეგი იყო:
• იმ მანქანა დანადგარების იდენტიფიცირება, რომლებზეც მოთხოვნაა საქართველოს რაიონებში სოფლის მეურნეობის და წარმოების სექტორებიდან. შესაბამისობის, შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (ROF)
• სოფლის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ახალი მანქანა-დანადგარების დანერგვის შეზღუდვების იდენტიფიცირება და ახალი ოპერატიული მოდელების შეთავაზება, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს სოფლის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მასშტაბის შესაბამისი ტექნიკის ათვისება.
• რეკომენდაციების მიწოდება ინტერვენციებისთვის, ახალი ტექნოლოგიების/მანქანა დანადგარების სალიზინგო სერვისების გამოყენებით შესაძენად. ასევე რეკომენდაციების გაცემა, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ბაზრის მოთამაშეს (სალიზინგო კომპანიები, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი კომპანიები) ჩართვა, თავიანთი მარკეტინგის გაძლიერების გზით, მანქანა-დანადგარების გასაყიდად.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება