რაფიელ ერისთავის ქ. 16
(+99532) 2377307
კლიენტი:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
პროექტი:
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
თარიღი:
ივნ 2016 / ივნ 2018

ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით


პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა კომპანიის ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის გზით. პირველ ეტაპზე გამოვლინდა სხვადასხვა დეპარტამენტების ძირითადი ბიზნესპროცესები: საცალო, კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების, ოპერაციებისა და ლოგისტიკის, შესყიდვების, ხარისხის მართვისა და სხვა. შემდეგ ეტაპზე აღიწერა და გაანალიზდა AS-IS პროცესები. სხვადასხვა დეპარტამენტების მენეჯმენტთან ერთად შემუშავდა პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა ოპტიმიზირებული ბიზნესპროცესები. ოპტიმიზირებულ ბიზნესპროცესებზე დაყრდნობით პოზიციების ფუნქციებში და დეპარტამენტების სტრუქტურაში შევიდა ცვლილებები. საბოლოო ეტაპზე დაიწერა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ინსტრუქციები.


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა და ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი კომპანიაა. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში 1 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5