ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
Land O'Lakes
სპონსორი:
USDA
პროექტი:
შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის / მენეჯერების საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში.
თარიღი:
დეკ 2020 / თებ 2021

შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის / მენეჯერების საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში


კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების საშუალებით მოხდა სურსათის ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციების, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მოქმედი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების გამოკითხვა. ამასთანავე, დამატებით განხორციელდა მეორადი ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტთა გამოკითხვა ონლაინ კითხვარების საშუალებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც ასახავს შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტებზე მოთხოვნის განმსაზღვრელ ფაქტორებს, დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და მიწოდებულ უნარებს შორის არსებულ აცდენებსა და საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობებს უზრუნველყონ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული სხვაობების ამოვსება სურსათის უვნებლობის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების გზით.

მსგავსი პროექტები

1 2 3 4 5 6 7 8